დავით აფრასიძე


დავით აფრასიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პროფესორი. 2008-2010 წლებში იგი მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი სწავლების სკოლის, ფილოსოფიის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და მეცნიერებათა და ხელოვნების ფალუტეტის დეკანად. მანამდე მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორის და არქივის დირექტორის თანამდებობები. 2009 წელს დავით აფრასიძე იყო დიუკის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარი (Fullbright Scholar). მანამდე იგი ხელმძღვანელობდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტს და საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალურ ბიუროს. 2006 წელს დავით აფრასიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური სწავლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი და ლექტორი. სხვადასხვა წლებში ის ასევე მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიაში - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად და რამოდენიმე სატელევიზიო პროგრამის ხელმძღვანელად. ის ავტორია ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული მრავალი აკადემიური და კვლევითი ნაშრომის.
დავით აფრასიძე ფლობს ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) მშვიდობის სწავლებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ხარისხს ფილოსოფიაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში.

შემდეგი >>   ეკა ტყეშელაშვილი 

სიახლეები


  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »