ეკა ტყეშელაშვილი | პრეზიდენტი


 ბოლო დრომდე ეკა ტყეშელაშვილს ეკავა ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ პოზიციაზე ის უძღვებოდა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს. მანამდე ეკა ტყეშელაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, სადაც ხელმძღვანელობდა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესს. ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. აქ იგი უძღვებოდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო და საჯარო სამსახურის რეფორმებს. ის ასევე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც ხელმძღვანელობდა სასამართლოს საქმიანობას და მიმდინარე სასამართლო რეფორმას; იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ადრეულ პერიოდში ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სადაც ძირითადად ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მთავრობაში მოსვლამდე, ეკა ტყეშელაშვილი მუშაობდა IRIS საქართველოს ხელმძღვანელის მოადგილედ და უძღვებოდა კანონის უზენაესობის, სამათლებრივი დახმარებისა და ადამიანის უფლებათა პროგრამებს. იგი ასევე იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საველე თანამშრომელი და მუშაობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შიდა იმპლემენტაციის პროგრამაზე. მანამდე ეკა ტყეშელაშვილი გადიოდა სტაჟირებას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის (ნიდერლანდები) პროკურორის ოფისში და ადამიანის უფლებათა დამცველების კომიტეტში (აშშ).

ეკა ტყეშელაშვილი ასევე მუშაობდა სამეცნიერო სფეროში ასოცირებულ პროფესორად; საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა საჯარო საერთაშორისო სამართალს და პასუხიმგებლობას ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისათვის.


ეკა ტყეშელაშვილი ფლობს ნოტრ დამის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრის დიპლომს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სერტიფიკატს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს სამართალმცოდნეობაში.

ელ-ფოსტა: e.tkeshelashvili@giss.org.ge

სიახლეები


  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »