პროექტები

12/04/2017

პროექტი: „საქართველოს ევროინტეგრაცია: მასწავლებლების როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში“

მიმდინარეობა:05/2016 – 10/2016      დონორი:Embassy of Lithuania to Georgia

პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის მასწავლებლების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის ინტეგრაციის, პოლიტიკის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 150 პედაგოგმა და 500-მდე მოსწავლემ საქართველოს 5 რეგიონიდან.

 

 
12/04/2017

პროექტი: ,,ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის"

მიმდინარეობა: მიმდინარე              დონორი:United States Agency for International Development



პროგრამაში მონაწილეობას იღებს 30 ქართველი და 30 აფხაზი ახალგაზრდა ქალბატონი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიას ინტერაქციული ტრეინინგების, ვორქშოფების და სემინარებში მონაწილეობის საშუალებით. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს ეხმარებათ გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატია, ევროკავშირი, ქალთა უფლებები და ლიდერობა. პროგრამა მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებას ტარტუსა და ტალინში. პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ მცირე პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ისინი შეძლებენ თავიანთ თემებში დაბრუნების შემდეგ.



 
12/04/2017

პროექტი: "თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2016"

მიმდინარეობა: 12/2015 – 02/2016  დონორი: Swedish International Development Agency (SIDA)

პროექტის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერთათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისათვის პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ გაეცნობოდნენ ევროინტეგრაციის თანმხლებ ცვლილებებს როგორც წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში. პროექტში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, შვედეთის, ესტონეთის, ლიტვისა და პოლონეთის 2-2-მა წარმომადგენელმა. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისაგან. პირველი ნაწილი 4 დღის განმავლობაში მიმდიონარეობდა თბილისში, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავდა სასწავლო ვიზიტს შვედეთში.

 
12/04/2017

პროექტი: "საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა"

მიმდინარეობა: 02/2015 – 10/2015        დონორი: Swedish Ministry for Foreign Affairs

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. რეგიონებში განსაკუთრებით დაბალია ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. პროექტი სამი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა (რეგიონული ტრენინგები, საზაფხულო სკოლა და სასწავლო ვიზიტი სტოკჰოლმში).

 
11/04/2017

პროექტი: "კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები"

მიმდინარეობა: 01/04/2013-30/09/2013   დონორი: Caucasus Institute for Peace, Democracy and Development

პროექტი მიზნად ისახავდა კონფლიქტებთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკის ანალიზსა და მისი ეფექტურობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავებას. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ამის გარდა, პრობლემის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ ორგანიზაციის მიერ გაიმართა რამდენიმე საჯარო ლექცია.

 
11/04/2017

პროექტი: "თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი"

მიმდინარეობა: 01/01/2014 – 31/12/2014      დონორი: Visegrad Fund

თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2 და ვიშეგრადის 4-ივე ქვეყანასთან პარტნიორობით განხორცილდა. პროექტი მიზნად ისახავს ვიშეგრადის ქვეყნებში ევროინტეგრაციის შედეგად მიღწეული საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური ცვლილებების შესახებ  ახალგაზრდა ლიდერების მიერ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას პროექტში ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.

 
11/04/2017

პროექტი: „სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ"

მიმდინარეობა: 15/05/2014-1/07/2014     დონორი: Embassy of Lithuania to Georgia

პროექტი მიზანს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი თანმხლები სარგებლის შესახებ. სამიზნე აუდიტორია (სტუდენტები, ჟურნალისტები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) გაეცნო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს.

 
11/04/2017

პროექტი: "ექიმები სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისათვის"

მიმდინარეობა: 01/06/2013-01/10/2013         დონორი: COBERM / UNDP

პროექტმა ერთმანეთს დააკავშირა თბილისისა და სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ექიმები. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა არაფორმალური ქსელი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. მონაწილეებმა განსაზღვრეს არსებული საჭიროებები და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული სტაბილური პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები.

 
23/12/2013

ანგარიშის პრეზენტაცია: „კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“

„საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტებმა“ სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში გამართა კვლევის: „კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“ პრეზენტაცია და მისი შედეგების განხილვა. დოკუმენტი აფასებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის დინამიკას და შედეგებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2013). კვლევა ასევე ასახავს მოსალოდნელ პროცესებს რეგიონში რუსეთის გააქტიურების ფონზე და წარადგენს რეკომენდაციებს დაინტერესებული მხარეებისთვის.
   კვლევა მიმდინარეობდა არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობის და კონსულტაციების გზით. პროექტი განხორციელდა „კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის“ (CIPDD) მხარდაჭერით. პროექტი მოიცავდა მრგვალი მაგიდების ორგანიზებას და კვლევის თემაზე პერიოდულ შეხვედრებს სტუდენტებთან თბილისსა და ქუთაისში.

 
09/12/2013

დისკუსია: „ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული პოლიტიკის ეკონომიკური განზომილება“

“საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ საქართველოს სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით, გამართა მრგვალი მაგიდა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ში თემაზე: „ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული პოლიტიკის ეკონომიკური განზომილება“. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული ჩართულობის პოლიტიკის ეკონომიკური ასპექტების განხილვა, მათ შორის, ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჭრილში ოკუპირებული რეგიონების დაახლოების პერსპექტივა, სოციო-ეკონომიკური ზონების როლი და სხვა საკითხები.

 
1 2

მოგვყევით