პროექტები

23/12/2013

ანგარიშის პრეზენტაცია: „კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“

„საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტებმა“ სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში გამართა კვლევის: „კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“ პრეზენტაცია და მისი შედეგების განხილვა. დოკუმენტი აფასებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის დინამიკას და შედეგებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2013). კვლევა ასევე ასახავს მოსალოდნელ პროცესებს რეგიონში რუსეთის გააქტიურების ფონზე და წარადგენს რეკომენდაციებს დაინტერესებული მხარეებისთვის.
   კვლევა მიმდინარეობდა არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობის და კონსულტაციების გზით. პროექტი განხორციელდა „კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის“ (CIPDD) მხარდაჭერით. პროექტი მოიცავდა მრგვალი მაგიდების ორგანიზებას და კვლევის თემაზე პერიოდულ შეხვედრებს სტუდენტებთან თბილისსა და ქუთაისში.

 
09/12/2013

დისკუსია: „ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული პოლიტიკის ეკონომიკური განზომილება“

“საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ საქართველოს სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით, გამართა მრგვალი მაგიდა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ში თემაზე: „ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული პოლიტიკის ეკონომიკური განზომილება“. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო ოკუპირებული რეგიონების მიმართ არსებული ჩართულობის პოლიტიკის ეკონომიკური ასპექტების განხილვა, მათ შორის, ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჭრილში ოკუპირებული რეგიონების დაახლოების პერსპექტივა, სოციო-ეკონომიკური ზონების როლი და სხვა საკითხები.

 
01/10/2013

მრგვალი მაგიდა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე

“საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში“. მრგვალი მაგიდის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ლიტვის ელჩი, მისი აღმატებულება იონას პასლაუსკასი, ევროკაშირის ელჩი, მისი აღმატებულება ფილიპ დიმიტროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე. “საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ შეხვედრაზე მოიწვია „ევროპული სტაბილურობის ინიციატივის“ წამყვანი ექსპერტები, ბატონი გერალდ კნაუსი და ქალბატონი ალექსანდა შტიგლმაიერი, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვეთში ვიზების ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
  მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრე სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები. შეხვედრა ჩატარდა დისკუსიის ფორმატში და მოიცავდა კითხვების და პასუხების ნაწილს. შეხვედრამ ხელი შეუწყო ვიზების ლიბერალიზაციის თემის გარშემო დიალოგის ინიცირება და წაახალისა პროცესის საჯარო მონიტორინგის დანერგვა პროცესში გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

 
13/12/2012

„საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ საქართველოში შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობით დისკუსია გამართა

2012 წლის 13 დეკემბერს, “საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა" (GISS), საქართველოში შვედეთის საელჩოსთან ერთად, გამართა შეხვედრა-დისკუსია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნი კარლ ბილდტის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნი ნიკოლაიმ ლადენოვის და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბ-ნი იასეკ მიხალოვსკის მონაწილეობით თემაზე “საქართველოს ევროპული მომავალი”. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო, კვლევითი და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.



 
 1 2.

მოგვყევით