ირაკლი ფორჩხიძე | ვიცე-პრეზიდენტი


ბოლო დრომდე ირაკლი ფორჩხიძეს ეკავა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. იგი უძღვებოდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. ის ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციის ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ჟენევის მოლაპარაკებებში. მანამდე ირაკლი ფორჩხიძეს ეკავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა, სადაც ის უძღვებოდა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესს, რომელიც მოიცავდა ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სექტორული სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას.

ირაკლი ფორჩხიძე ასევე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო რეესტრის პირველი ხელმძღვანელი. მან განსაზღვრა რეესტრის სტრატეგიული ხედვა, უძღვებოდა მის ინსტიტუციური განვითარების პროცესს და დანერგა რიგი ახალი მომსახურებები.

საქართველოს მთავრობაში მოსვლამდე, ირაკლი ფორჩხიძე მუშაობდა პროექტის მენეჯერად ფონდში ღია საზოგადოება საქართველო, სადაც უძღვებოდა ანტი-კორუფციულ, მთავრობის განჭვირვალობის, არჩევნების მონიტორინგის და ადამიანის უფლებათა საკითხებს. ის ასევე მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმართველობების პირველი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ეხებოდა სამთავრობო სტრუქტურების დეცენტრალიზაციას და საქართველოს ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებას.


ირაკლი ფორჩხიძე ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ელ-

ფოსტა: i.porchkhidze@giss.org.ge

სიახლეები


  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »