მარიამ პაპოშვილი | პროექტის კოორდინატორი


მარიამ პაპოშვილი საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში იკავებს პროექტის კოორდინატორის პოზიციას 2015 წლიდან. ამ პერიოდამდე იგი მუშაობდა საქართველოს რეფორმების ასოციაციაში და საქართველოში ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში 2013 წელს კვლევების ასისტენტად. იგი გახლდათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მხრიდან. მარიამმა სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში.

მარიამი ფლობს ევროპის კოლეჯის (ნატოლინის კამპუსი, ვარშავა) მაგისტრის ხარისხს ევროპათმცოდნეობის ინტერდისციპლინარულ პროგრამაში და მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მარიამი არის მონაწილე არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის და ავტორი პუბლიკაციების ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, გეოპოლიტიკურ საკითხებზე.

ელ-ფოსტა: m.paposhvili@giss.org.ge

სიახლეები


  • 10/06/2019
  • მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »

  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »