კონფერენცია - ევროპასთან კომუნიკაცია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში


1

2017 წლის 20 თებერვალს ქ. კიშინოვში გაიმართება კონეფერენცია "ევროპასთან კომუნიკაცია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში". 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც მომზადდა დამოუკიდებლად საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში და განიხილავს ამ ქვეყნების გამოცდილებებს ევროკავშირთან ურთიერთობებში AA/DCFTA-ს განხორციელებიდან ერთი წლის პერიოდში.  ყურადღება გამახვილებული იქნება კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელებაზე, მეთოდოლოგიაზე, ამ კუთხით საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პოზიტიურ გამოცდილებებსა და გამოწვევებზე. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე წარმოადგენს. 

კონფერენცია ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და წარმოადგენს პროექტის - „ვიშეგრადის მიერ კომუნიკაციის სტრატეგიის  მხარდაჭერა  მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებით“ - დასკვნით ნაწილს. აღნიშნულ პროექტს კოორდინაციას უწევს მოლდოვის „საგარეო პოლიტიკის ასოციაცია“.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

https://www.facebook.com/events/902606103215090/

 

სიახლეები
 


  • 14/09/2017
  • ქ. კიშინოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი Think Tank ფორუმი ჩატარდება
    ვრცლად »

  • 27/07/2017
  • მცირე საგრანტო პროექტი ქ. გორში
    ვრცლად »

  • 04/07/2017
  • ახალგაზრდა ქალები მშვიდობისათვის
    ვრცლად »