ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის


3

2017 წლის, 24-30 მარტს საქართველოს სტრატეგიულმა კვლევების ინსტიტუტმა (GISS) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით პროექტის „ახალგზარდა ქალები მშვიდობისთვის“ ფარგლებში განახორციელა სასწავლო პროგრამა ტარტუს უნივერსიტეტში.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 10 ქართველმა და 10 აფხაზმა ახალგაზრდა ქალბატონმა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიას ინტერაქციული ტრეინინგების, ვორქშოფების და სემინარებში მონაწილეობის საშუალებით. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს დაეხმარათ გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა დემოკრატია, ევროკავშირი, ქალთა უფლებები და ლიდერობა.

პროგრამა მოიცავდა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს. მონაწილეები ესტუმრნენ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს ტარტუსა და ტალინში. პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ მცირე პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ისინი შეძლებენ თავიანთ თემებში დაბრუნების შემდეგ.

 

სიახლეები
 


  • 30/10/2017
  • პოლიტიკის რეკომენდაციები 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის
    ვრცლად »

  • 14/09/2017
  • ქ. კიშინოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი Think Tank ფორუმი ჩატარდება
    ვრცლად »

  • 27/07/2017
  • მცირე საგრანტო პროექტი ქ. გორში
    ვრცლად »