მცირე საგრანტო პროექტი ქ. გორში


1

22 ივლისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ „ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის“ მეორე ნაკადის მონაწილეებმა გამართეს ტრენინგი მცირე საგრანტო პროექტის -  „სამოქალაქო განათლება მშვიდობისთვის“ ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის 13-დან 17 წლამდე ასაკის 18 მოსწავლემ.

პროექტის პირველი დღე ევროკავშირის შესახებ ლექცია-დისკუსიებს დაეთმო. კერძოდ, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ, ასევე გაეცნენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დადებით მხარეებს, მიგრაციის გამომწვევ მიზეზებსა და ევროკავშირის ძირითად ფასეულობებს.

პროექტის მეორე დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი მშვიდობის მშენებლობისა და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ გუნდში და ადგილზე განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროექტს „ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის“ ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სიახლეები
 


  • 30/10/2017
  • პოლიტიკის რეკომენდაციები 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის
    ვრცლად »

  • 14/09/2017
  • ქ. კიშინოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი Think Tank ფორუმი ჩატარდება
    ვრცლად »

  • 27/07/2017
  • მცირე საგრანტო პროექტი ქ. გორში
    ვრცლად »