ტრანსფორმაციული ლიდერობის და ნდობის აღდგენის პროექტი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიიდან


6

2018 წლის 11-13 აპრილს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა კოლეგიუმ სივიტას-თან (ვარშავა, პოლონეთი) თანამშრომლობით, შავი ზღვის ტრასტ-ის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლა ტრანსფორმაციული ლიდერობის და ნდობის აღდგენის პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიიდან. 

პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-მა ახალგაზრდა ლიდერმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოდან. პროექტი მიზნად ისახავდა ტრანსფორმაციული ლიდერობის შესახებ ცოდნის გაზიარებას, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაზრდას და ტრანსფორმაციული პოლიტიკის ჭრილში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 

სესიებს გაუძღვნენ: 

ირაკლი ფორჩხიძე - ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი

კერი ლონგურსტი - პროფესორი, კოლეგიუმ სივიტას (ვარშავა, პოლონეთი)

დისკუსიებს უძღვებოდნენ:

მეელის კიტსინგ - ასოცირებული პროფესორი, ესტონეთის ბიზნეს სკოლა

პაველ ზალევსკი - სამოქალაქო ინსტიტუტის საბჭოს წევრი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი

ჩარლს კლარკ - პროფესორი, ლანკასტერის უნივერსიტეტი, ქინგს კოლეჯ ლონდონ

ივანე ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოება საქართველო

თამუნა კოვზირიძე - პარტნიორი და უფროსი დირექტორი, Reformatics; საქართველოს მთავრობის ყოფილი მომლაპარაკებელი DCFTA-ს საკითხებზე. 



სიახლეები
 


  • 16/04/2018
  • ტრანსფორმაციული ლიდერობის და ნდობის აღდგენის პროექტი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიიდან
    ვრცლად »

  • 03/01/2018
  • აპლიკაციების მიღება პროექტში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »

  • 30/10/2017
  • პოლიტიკის რეკომენდაციები 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის
    ვრცლად »