აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად


2

გიწვევთ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად თემაზე

„დეზინფორმაცია - საქართველოში არსებულინარატივის კვლევა, იდენტიფიცირება და ბრძოლა “

ბოლო ვადა: 10 სექტემბერი

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - ადგილობრივ აქტივისტებს, ჟურნალისტებს,  ეკლესიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან

დრო და ადგილი: 16-17 ოქტომბერი, 2018 წელი; თბილისი, საქართველო

აღწერა 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი და ვარშავის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას 1.5 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება პროექტის „დეზინფორმაცია - საქართველოში არსებულინარატივის კვლევა, იდენტიფიცირება და ბრძოლა“ ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამსრომლობის პროგრამის მიერ.

ტრენინგის მიზანია საქართველოს სამთავრობო ინსტიტუციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რუსული დეზინფორმაციის ცნობადობისა და წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

კონკრეტული მიზნებია:

- პოლონური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება რუსული პროპაგანდის მუშაობის, იდენტიფიცირების და მასთან ბრძოლის შესახებ;

- საქართველოში რუსული გავლენის შეფასება;

- ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;

- პრაქტიკული ინსტრუქციების შემუშავება ქართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისთვის.

ტრენინგის სამუშაო ენაა ქართული. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://warsawinstitute.org/disinformation-georgia-new-warsaw-institute-project/

მონაწილეობა შეუძლიათ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - ადგილობრივ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ეკლესიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

საფასური

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

პროგრამა ნაწილობრივ აანაზღაურებს მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯებს საქართველოს რეგიონებიდან 10 მონაწილისთვის. 

განაცხადის გაკეთება

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 სექტემბერი. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი და CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელ-ფოსტის მისამართზე: office@giss.org.ge

სიახლეები
 


  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »

  • 06/07/2018
  • აპლიკაციების მიღება თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »