თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018


6

2018 წლის 26-29 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმს უმასპინძლა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან. გამოჩენილმა მომხსენებლებმა სამთავრობო უწყებებიდან, მედიიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და აკადემიური სფეროდან, მონაწილეებს გაუზიარეს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მის მიღმა არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. 

პროექტის მეორე ეტაპი გაიმართება შვედეთში, სადაც ახალგაზრდა ლიდერებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ შვედეთში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, აკადემიური სფეროს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

სიახლეები
 


  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »