მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად


1

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე “დეზინფორმაციის გავლენა და მედია წიგნიერება”. პროექტი ხორციელდება ლიეტუვის საელჩოს - Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში მხარდაჭერით და მიზნად ისახავს დეზინფორმაციის ფორმების და არხების, მედია წიგნიერების პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის საჭირო უნარ ჩვევების განვითარებას დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების და პროპაგანდის იდენტიფიცირების მიმართულებით.


ტრენინგის მეორე ნაწილი მიეძღვნება ამავე თემატიკის საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას. მონაწილეებს შეეძლებათ წარმოადგინონ მცირე საპროექტო განაცხადდები. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას 400 ევროს ოდენობით.  

ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება საქართველოს 5 ქალაქში, მოცემული გრაფიკით:
მარნეული - 28 ივნისი, 14:00 სთ. მისამართი: გიორგაძის ქ. #1
რუსთავი - 29 ივნისი, 13:00 სთ. მისამართი: რუსთაველის ქ. #30 ა
ახალციხე - 6 ივლისი, 13:00 სთ. მისამართი: მანველიშვილის ქ. #19 
ქუთაისი - 26 ივლისი, 17:00 სთ. მისამართი: წერეთლის ქ. #69
ბათუმი - 27 ივლისი, 13:00 სთ. მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #33 

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობის მიღება
მონაწილეობის მიღება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს და სხვა ამ თემატიკით დაინტერესებულ პირებს. 

ტრენინგში მონაწილეობისთვის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 
https://docs.google.com/forms/d/1WAcs9LjsQIfUGVumX2Gkxowwcv_dPsHTpZTLpm6UIos/edit

ან დაგვიდასტურეთ მონაწილეობა ელ-ფოსტაზე gissinstitute@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599726388 მარიამ პაპოშვილი - პროექტის კოორდინატორი

და ესტუმრეთ GISS-ის facebook გვერდს https://www.facebook.com/GISSGeorgia/

სიახლეები
 


  • 10/06/2019
  • მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »

  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »