ჩვენი ხედვა და მისია


ჩვენი ხედვა:

ჩვენ გვწამს ღია საზოგადოებებისა, რომლებიც იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომ ეს არჩევანი აერთიანებს გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებს, საზოგადოებებს და ინდივიდებს. ჩვენი ხედვა ეფუძნება იმ წინაპირობას, რომ დემოკრატია და მისი ყველა შემადგენელი კომპონენტი ქმნის საუკეთესო სივრცეს ადამიანთა იდეალების რეალიზაციისათვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მსგავსად მოაზროვნე დემოკრატიებს შორის წარმოადგენს ლიბერალური ღირებულებების გავრცელების საუკეთესო გარანტიას მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ჩვენს რეგიონში. ფუნქციური და რეგიონალური პროგრამების, ასევე ახალგაზრდა ლიდერთა პლატფორმის საშუალებით, ჩვენი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ლიბერალური და ტრანს-ატლანტიკური ღირებულებების განმტკიცებას.

ჩვენი მისია:

- ხელს უწყობს პოლიტიკურ დებატებს საქართველოში და მის გარეთ ანალიტიკური მასალის, რეკომენდაციების და კომენტარების შემუშავებით
- ქმნის სივრცეს აზრთა პლურალისტური გაცვლისათვის სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებსა და სახელისუფლებო უწყებებს შორის
- ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ლიდერული თვისებების განვითარებას ცოდნის გაზიარების, უნარ-ჩვევათა ტრეინინგებისა და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებით
- ახორციელებს სასწავლო ვიზიტებს ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და პრონციპების გაზიარების მიზნით 
- იკვლევს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და საგარეო ურთიერთობების ტენდენციებს;-აცნობს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს ტრანზიციის პერიოდში დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას.

























სიახლეები


  • 30/03/2017
  • ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის
    ვრცლად »

  • 24/03/2017
  • სემინარი ევროპის კოლეჯის სტუდენტებისათვის
    ვრცლად »

  • 15/02/2017
  • კონფერენცია - ევროპასთან კომუნიკაცია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
    ვრცლად »