პუბლიკაციები

05/06/2018

The Prague Manual: How to Tailor National Strategy Using Lessons Learned from Countering Kremlin’s Hostile Subversive Operations in Central and Eastern Europe - Irakli Porchkhidze

Vice President of GISS - Irakli Porchkhidze has contributed to flagship publication from the 2018 STRATCOM SUMMIT: The Prague Manual: How to Tailor National Strategy Using Lessons Learned from Countering Kremlin’s Hostile Subversive Operations in Central and Eastern Europe. 

The Prague manual is a comprehensive report attempting to explain how the European liberal democratic countries should respond to the Kremlin´s ongoing subversive operations. 

The Prague manual has been prepared by European Values think tank within Kremlin Watch Program with funding from Visegrad Fund. 

 

 












 
13/11/2017

პოლიტიკის რეკომენდაციები 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის - ირაკლი ფორჩხიძე

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა წვლილი შეიტანა პოლიტიკის რეკომენდაციების მომზადებაში 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. დოკუმენტი არის პროდუქტი აღმოსავლეთ პარტნიორობის Think Tank ფორუმის დისკუსიების, რომელიც ჩატარდა კიშინოვში 2017 წლის 21-23 სექტემბერს. ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე www.ipre.md/eapttf2017

დოკუმენტი აჯამებს ფორუმის დროს წარმართულ დისკუსიას და დამატებით მოიცავს ავტორთა ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც დაგეგმილია ბრიუსელში. 

დოკუმენტი მომზადდა პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ახალი ევროპული ცენტრის, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის და ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმთან თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და National Endowement for Democracy (NED)-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის 2017 წლის საგრანტო პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდის თანადაფინანსებით.  





 
 
21/06/2016

პოლიტიკის დოკუმენტი - „ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა“ - ეკა ტყეშელაშვილი

გერმანიის მარშალის ფონდმა ეკა ტყეშელაშვილის პოლიტიკის დოკუმენტი  „ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა: საქართველოს პერსპექტივა“ გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეხება ნატო-ს როლსა და საქართველოს პოლიტიკურ არჩევანს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილში.

 
05/04/2016

გზამკვლევი - ევროკავშირი და საქართველო

გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. გზამკვლევი მიმოიხილავს ევროკავშირის ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. გზამკვლევის მიზანია ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით საქართველოს ევროპასთან დაახლოებას.

* ქართულ ენაზე: ევროკავშირი და საქართველო
* აზერბაიჯანულ ენაზე: Avropa İttifaqı və Gürcüstan
* სომხურ ენაზე: Եվրամիություն և Վրաստան

 
29/04/2015

ასოცირების შესახებ შეთანხმება და დემოკრატიის კონსოლიდირება საქართველოში: პროგრესი და გამოწვევები - თინათინ გოლეთიანი

ანგარიში იკვლევს მიმდინეარე პროცესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშშიყურადღებაარის გამახვილებული შემდეგთემებზე:

1) სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება
2) ინფორმაციის თავისუფლების დაცვა მედიის თავისუფლების რაკურსში  
3) საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა

 
02/04/2015

აფხაზეთის რკინიგზა: ვინ არის მოგებული? - ირაკლი ფორჩხიძე

ვიცე პრეზიდენტი,
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი 
2014 წლის დეკემბერი



 
15/09/2014

პროექტი - "V4 - ის ქვეყნების მიერ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა" სამუშაო ჯგუფის ანგარიში

გაკვეთილი საქართველოსთვის - ვიშეგრადის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების გამოცდილება

 
17/02/2014

კვლევის ანგარიში - "საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის ანალიზი: მოლდოვის გამოცდილება და რეკომენდაციები" - ნინო სამველიძე

მოცემული კვლევის მიზანი, ერთი მხრივ, იყო მოლდოვის გამოცდილების შესწავლა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით, იქ მიმდინარე პროცესების ანალიზი და იმის გაგება, თუ რა გამოწვევები შეხვდა ქვეყანას და რისი გათვალისწინება იქნებოდა სასარგებლო საქართველოსთვის. მეორე მხრივ, კვლევის ამოცანას წარმოადგენდა საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება დაინტერესებული მხარეებისთვის.
  აღნიშნული კვლევა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.




 
29/01/2014

" კასპიის რეგიონი - ხედვა საქართველოდან" - გიორგი ბადრიძე

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მთავარი მრჩევლის, გიორგი ბადრიძის სტატია : " კასპიის რეგიონი - ხედვა საქართველოდან". ჟურნალი "Caspian Report".

 
1 2

მოგვყევით