თორნიკე გორდაძე | დამფუძნებელი


2012 წლის ოქტომბრამდე თორნიკე გორდაძე იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. მანამდე მას ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და უძღვებოდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას.

თორნიკე გორდაძე იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საკითხებზე და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელად ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე.

საქართველოს მთავრობაში მუშაობამდე, თორნიკე გორდაძე იყო პარიზში არსებული საერთაშორისო სწავლებისა და კვლევის ცენტრის (CERI) მკვლევარი, იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიწვეული მკვლევარი და საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიდა პოლიტიკურ მეცნიერებებს და სოციოლოგიას. იგი ასევე 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ანატოლიის შესწავლის ფრანგული ინსტიტუტის (IFEA) კავკასიის ობსერვატორიას - კავკასიასა და თურქეთზე მომუშავე სამთავრობო ორგანიზაციას.

თორნიკე გორდაძე ავტორია სხვადასხვა ევროპულ და აშშ-ს სამეცნიერო გამოცემებში დაბეჭდილი მრავალი აკადემიური და კვლევითი ნაშრომის.

თორნიკე გორდაძე ფლობს პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (საფრანგეთი) მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში.


ელ-ფოსტა: t.gordadze@giss.org.ge

სიახლეები


  • 30/11/2018
  • თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018
    ვრცლად »

  • 03/10/2018
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის think-tank ფორუმი
    ვრცლად »

  • 02/08/2018
  • აპლიკაციების მიღება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
    ვრცლად »